საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა, - განაცხადა ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე „მთავარი არხის“ ეთერში, გადაცემაში „დღის სტუმარი“ ისაუბრა.
„დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები იმიტომ, რომ კოვიდსასტუმრო არის მრავალპროფილური კლინიკა, სადაც ადამიანები ხვდებიან სხვადასხვა დაავადებებით, იქ მისული პაციენტების ანამნეზი არ იციან ექიმებმა, თითო ექიმი არის განაწილებული ამ სასტუმროებში, ან საიდან უნდა იცოდნენ. აქ ჩვენთან ოჯახის ექიმმა იცის ყველა, მასზე მიმაგრებული პაციენტის ისტორია. წინასწარ არის განსაზღვრული ეს რისკჯგუფები.
ამ კოვიდსასტუმროში შედის 100 ადამიანი, ყველას თავისი ისტორია აქვს. წარმოუდგენელია, რომ ერთმა ექიმმა შეძლოს ამ პაციენტების მართვა, ერთმა ექიმმა იცოდეს, ამ პაციენტებს, რა წამლები აქვთ, რა თანმხლები დაავადებები, რა ოპერაციები აქვთ გადატანილი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სასტუმროები არის დიდი შეცდომა. სწორედ, ამ სასტუმროების პრობლემა არის, რომ ასეთი მაღალია სიკვდილიანობა, დაგვიანებული მიმართვა, გადაყვანა საავადმყოფოებში. ბრალს ნუ დასდებენ იმ ექიმებს, რომლებიც ამ სასტუმროებში მუშაობენ იმიტომ, რომ ერთი ექიმი ვერ იქნება მულტიპროფილური, ეს წარმოუდგენელია," - განაცხადა ირმა კვიცარიძემ.
ირმა კვიცარიძე აცხადებს, რომ საქართველოში მოძველებულია კორონავირუსით მკურნალობის პროტოკოლი და დექსამეტაზონით პაციენტის მკურნალობას არასწორად მიიჩნევს.
„დიახ, მოძველებულია პროტოკოლი, მკურნალობის პროტოკოლები განვითარდა, არავინ არ იყენებს დექსამეტაზონს, გამოიყენება მხოლოდ ძალიან მძიმე მიმდინარეობის დროს, კორონავირუსის.
დაავადების, ისიც, როცა პაციენტები მართვით სუნთქვაზე არიან. დექსამეტაზონის ასე უმისამართოდ გამოყენებამ გამოიწვია ის რომ პაციენტები რომლებიც რისკჯგუფში არიან (დიაბეტიანები და სხვა) მათ ურთულდებათ დაავადება," - თქვა ირმა კვიცარიძემ.
ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ
ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.