ჯანდაცვის სამინისტრო: მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ არის სიცრუე
04-12-2020, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ სიცრუეა.

 

 

"3 დეკემბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის“  მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით  17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს. 

 

 

ჯანდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. 

 

 

3 დეკემბერს, 03:24 სთ-ზე 112-ში განხორციელდა ზარი, უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოძახების ადგილზე 13 წუთში, 03:37 სთ-ზე მივიდა, რა დროსაც ექიმებს ახალგაზრდა გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. 

 

 

მედიკოსების შეფასებით,  გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება.

 

 

შესაბამისად, „მთავარი არხის“ მიერ  გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე.

 

 

სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას" , - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი