ალეკო ელისაშვილი: ორივე გაჯიუტებული ვართ, ცალკე ოპოზიცია და ცალკე ხელისუფლება, ელჩები კი ცდილობენ, ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადაგვადგმევინონ
04-12-2020, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმედი რომ არ ჰქონდეთ ელჩებს, რომ ამ მოლაპარაკებებიდან რამე გამოვა, არც თვითონ დაიღლებოდნენ და არც ჩვენ დაგვღლიდნენ, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

მისი თქმით, ორივე მხარე – ოპოზიციაც და ხელისუფლებაც გაჯიუტებულია, ელჩები კი ცდილობენ, მათ შეხვედრი ნაბიჯები გადაადგმევინონ.

 

 

„ჩვენ შევთანხმდით, რომ არ ვილაპარაკებდით დეტალებზე. მართლა ვიტანჯები, გულწრფელად, ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ ასე გვაქვს სიტყვა ნათქვამი, რომ ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ. ძალიან კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მოვედით, რასაც ელჩები გააცნობენ „ქართულ ოცნებას“ და შემდეგ გავიგებთ მათ პასუხს. დეტალებს სულ რომ ჯვარს მაცვათ, ვერ გეტყვით, რადგან სიტყვა გვაქვს მიცემული. ველოდებით ჩვენს შეთავაზებაზე „ქართული ოცნების“ პასუხს, პრესკონფერენციით კი არა, იმ ფორმატით, რომელშიც მიდის ჩვენი ურთიერთობა.

 

 

იმედი რომ არ ჰქონდეთ ელჩებს, რომ ამ მოლაპარაკებებიდან რამე გამოვა, ეს პროცესიც არ იქნებოდა, არც თვითონ დაიღლებოდნენ და არც ჩვენ დაგვღლიდნენ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის პროცესი. რა თქმა უნდა, ორივე გაჯიუტებული ვართ – ცალკე ოპოზიცია და ცალკე  ხელისუფლება, ელჩები კი ცდილობენ ერთმანეთისკენ რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი