საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჯერ ჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა „გირჩში“ მომხდარი განხეთქილება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს.
მდინარაძე იმედოვნებს, რომ „გირჩის“ წევრები საკუთარ ამომრჩეველს პატივს სცემენ და საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ მიიღებენ.
„ჯერ ჯერობით არ ვიცით, უკავშირდება თუ არა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს. არის შიდა დუღილი. ამას ყველა ვგრძნობთ და ყველა ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, რომ ამ შიდა დაპირისპირებების და განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა დუღილი არის. საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი პატივს სცემენ საკუთარ ამომრჩეველს და გადაწყვეტილებას საბოლოოდ ყველანი ერთად სახელმწიფოს და საზოგადოების სასარგებლოდ მიიღებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.