დავით ნარმანია: ორი დღის წინათ სქელტანიანი დოკუმენტაცია გავგზავნე მთავარ პროკურატურაში
12-10-2015, 01:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია "სითი პარკის" საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულს ხედავს, რის გამოს მერიამ სქელტანიანი დოკუმენტაცია მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. ნარმანია აღნიშნულ საკითხს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ეხება.


"ორი დღის წინ სქელტანიანი დოკუმენტაცია გავგზავნე საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც ჩვენი აზრით, "სითი პარკის" სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. მათი საქმიანობის და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების კვლევაც დავასრულეთ და მის დამფუძნებლებს შევთავაზეთ გონივრული ცვლილებები "სითი პარკთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ველოდებით, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ჩამოვლენ და თანხმობას განაცხადებენ ამაზე. მრავალსართულიან პარკინგებს დავპირდით ქალაქს და ამასთან დაკავშირებითაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია. ამ კვლევაზე დაყრდნობით რამდენიმე ადგილზე გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, რომ დაინტერესებულმა კომპანიებმა ააშენონ მრავალსართულიანი პარკინგები", - აცხადებს დავით ნარმანია.


მისივე თქმით, მერიას შესწავლილი აქვს "აუთდორჯის" საქმიანობაც.


"მომზადებული გვაქვს წესი საკრებულოში წარსადგენად, რომლის მიხედვითაც, არავის არ უნდა ჰქონდეს ქალაქში რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება. "აუთდორჯის" დარჩება მხოლოდ მის მფლობელობაში არსებული სარეკლამო სივრცეები, მაგრამ ნებართვის გამცემი ეს კომპანია ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს თავისუფალი კონკურენციის პრინციპების გათვალისწინებით", - აცხადებს თბილისის მერი.

 

kvrispalitra.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი