ალექსანდრე შალამბერიძე ბარიერის 50%-მდე გაზრდას არასაპარლამენტო ოპოზიციის გამარჯვებად აფასებს
17-02-2014, 17:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ალექსანდრე შალამბერიძე ბარიერის 50%-მდე გაზრდას არასაპარლამენტო ოპოზიციის გამარჯვებად აფასებს. როგორც "თავისუფალი საქართველოს" წევრი აცხადებს, არასაპარლამენტო ოპოზიცია მთავრობისგან სხვა დათმობებსაც მოელის.


 

"ეს არასაპარლამენტო ოპოზიციის გამარჯვებაა. მინდა, ვთქვა, რომ პროცესი დაწყებულია და კიდევ არის საკითხები, რომლებიც გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. ეს საკითხებიც გადაწყდება. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესთან გვინდა, რომ სხვა საკითხებიც გადავწყვიტოთ და მიგვაჩნია, რომ ბრძოლა იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს, უნდა გაგრძელდეს და ეს გაგრძელდება გამარჯვების გზით", - განაცხადა შალამაბერიძემ.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერი 50%-მდე გაიზარდოს.

 


პრემიერის გადაწყვეტილებით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით სწორედ 50%-იანი ბარიერით აირჩევა. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც 50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდება. ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დაითანხმა.

 

 

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=4402&lang=geo 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი