საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში გერმანიასთან 2-1 დამარცხდა. გერმანელების მხრიდან გოლი 49-ე წუთზე მიულერმა პენალტით გაიტანა. 53-ე წუთზე ანგარიში ჯაბა კანკავამ გაათანაბრა, 79-ე წუთზე კი გერმანიის ნაკრები კრუზემ დააწინაურა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის განცხადებით, ქართველმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონებთან თავი ღირსეულად წარმოაჩინეს.
„ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, იმიტომ რომ ასეთი დონის გუნდთან, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, მათ თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. ამდენი საგოლე მომენტი, მე მგონი მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე არავის ჰქონია გერმანიის ნაკრებთან. მაგრამ გერმანია იმიტომაც არის მსოფლიო ჩემპიონი, რომ მათ კარში ასევე მსოფლიო ჩემპიონი და მოედანზე 10 უმაღლესი დონის ფეხბურთელია.
ჩემთვის მთავარი იყო, თბილისში გერმანიის ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ დღეს დაგვენახა საკუთარი თავი, რა მდგომარეობაში და რა დონეზე ვიმყოფებით. მაინტერესებდა გამეგო, ვმუშაობთ თუ არა სწორი მიმართულებით“ - განაცხადა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.