ზურაბ ჯაფარიძე: მე ვრჩები „გირჩში“, ისინიც იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო, ერთმა „გირჩმა“ ხომ აიკლო ქვეყანა და ახლა იქნება ორი
07-12-2020, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გირჩი“ არის იდეა, „გირჩი“ არ არის არც ფურცელი, არც ფეიჯი, არც ჯედ-ები, „გირჩი“ არის ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ამ იდეის, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

მისივე თქმით, ისევ აპირებს, გააგრძელოს „გირჩის“ კეთება.

 

 

„მე ვაპირებ, რომ გავაგრძელო „გირჩის“ კეთება. ნუ, მარტო ჩემზე კი არ არის, ჩემს გვერდით არის უამრავი ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში „გირჩს“ აკეთებდა. ახლა ისე გამოდის, თითქოს „გირჩი“ ოთხი ადამიანი იყო. არა, ოთხი ადამიანი იყო, ვინც შეიძლება, იყო წინა ხაზზე და ადამიანები ხედავდნენ. „გირჩს“ აკეთებდა უამრავი სხვა ადამიანი, რომლებიც ჩემთან ერთად არიან, მათ შორის, მხარდამჭერებიც, დამფინანსებლებიც და ა.შ. ვაპირებ იმის კეთებას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ისევ გირჩი ვარ, ისევ ზურა გირჩი ჯაფარიძე ვარ, ისევ იმავეს კეთებას ვაპირებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ვაგრძელებ ბრძოლას, რისიც მე მჯერა და რისიც ჩემს მეგობრებს სჯერათ“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი