კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 060 თბილისში, 337 აჭარაში, 397 კი იმერეთში გამოვლინდა
07-12-2020, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

 

 

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 164 976-ს.

 

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR.

 

 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 988 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 137 499-მდე.

 

 

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 540 გარდაცვალების შემთხვევა“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

მისივე ინფორმაციით. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში – 337, იმერეთში – 397, ქვემო ქართლში – 175, შიდა ქართლში – 108, გურიაში – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 177, კახეთში – 80, მცხეთა-მთიანეთში – 90, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

 

 

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 911. მათ შორის, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 002, აჭარაში – 1 047, იმერეთში – 1 362. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 135  პირი, მათ შორის, თბილისში – 519, აჭარაში – 161, იმერეთში – 251. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში – 208, აჭარაში – 49, იმერეთში – 52.

 

 

3 744 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 224 – თბილისში, 1 788 – აჭარაში, 422 – იმერეთში.

 

 

15 204  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

 

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 267 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -372, აჭარაში – 252, ხოლო იმერეთში – 28.

 

 

სულ 6 ოქტომბრიდან – 6 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 033 პირი.

 

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 714 პირი, აჭარაში – 14 468, იმერეთში – 5 509“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი