თუკი შეზღუდვების გაფართოების პერიოდში რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება დაცული, შესაძლოა, თვის ბოლოსთვის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა განახევრდეს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ. მისივე თქმით, ტესტირება უფასოა.
„მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ჩვენ ვთხოვეთ და ყველა პოლიკლინიკში, დაწესებულებაში, სადაც ამბულატორიულ პირობებში შესაძლებელი იყო ტესტირების ჩატარება, ნაკადი შედარებით ნაკლები იყო. ამიტომ ყველას გთხოვთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შეზღუდვების პირობებში მაქსიმალურად გავაფართოოთ კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი. თუ ყველანი შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში და მეტი, ამ თვის ბოლოს შესაძლოა, ჩვენ ახალი შემთხვევების რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და ქვეყანაში ქვესვლის სერიოზული ტენდენცია შექმნას, ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 200-ის ფარგლებში ჩამოვიდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.
ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, ისარგებლონ ამ შემოთავაზებით, რომ ქვეყნის 200-ზე მეტ ადგილზე ხელმისაწვდომია ანტიგენის სწრაფი ტეტსით გამოკვლევა, ყველა სტაციონარში, ყველა სტაციონარიზებული ავადმყოფისთვის და ასევე თბილისში დაახლოებით 42 ამბულატორიულ დაწესებულებაში და მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 150-ზე მეტ სამედიცინო დაწსებულებაში ხელმისაწვდომია ეს და ხაზს ვუსვამ, გახლავთ უფასო. სიმპტომებიან ადამიანებს შეუძლიათ, მიმართონ როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე ყოველგვარი ექიმის დანიშნულების გარეშე მივიდნენ ეგრეთ წოდებული თვითდინებით, თუ მათ აქვთ სიმპტომები. მათ ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ უფასოდ, ამას აფინანსებს სახელმწიფო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.