სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას დეველოპერული კომპანია „არქი“ შეუერთდა
07-12-2020, 15:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის  დახმარების აქცია ისევ გრძელდება. 

 

 

დღეს  დეველოპერულმა კომპანიამ „არქი“ თბილისის  მერიას სოციალურად დაუცველი 500 ოჯახისთვის   განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, „არქის“ დამფუძნებელ ილია წულაიასთან და  მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო. 

 

 

თბილისის მერმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის  მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის თქმით, კომპანიების მხრიდან  მხარდაჭერის პარალელურად, თბილისის მერიამ  უკვე შეძლო  დამატებითი  თანხების მობილიზება სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე მოსახლეობის დასახმარებლად. 

 

 

„ჩვენ ვაგრძელებთ  დახმარების პროექტს. შევქმენით სპეციალური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც  სურვილი აქვს, შეუძლია ჩაერთოს აქციაში და დავეხმაროთ  ოჯახებს, ვისაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა. გარდა ბიზნესისა, მუნიციპალიტეტმა გამოყო სარეზერვო ფონდში თანხები და ეს თანხები მიმართული იქნება პროდუქტების შესაძენად, რომელიც შემდეგ დაურიგდება იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც სჭირდება ჩვენი მხრიდან თანადგომა. მინდა მადლობა გადავუხადო დეველოპერულ კომპანიას „არქი“, რომელმაც 500 ოჯახისთვის მოიტანა პროდუქტები.  ისინი მომდევნო დღეების განმავლობაში დარიგდება. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს,  ჩაერთონ ამ ძალიან კეთილ საქმეში.  სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი  დავეხმაროთ და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში ამ გაჭირვების დროს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის  დახმარების აქციას ამ ეტაპზე 25-ზე მეტი ბიზნესკომპანია შეუერთდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი