საჯაროდ დავაფიქსირეთ, რომ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რამე ვერსიას, მათ შორის პლებისციტს „ქართული ოცნება” არ განიხილავს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ამომრჩევლის არჩევანის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.
„განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საჯაროდ არაერთხელ დავაფიქსირეთ. რასაკვირველია, ეს არ შეიცვლება. განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება” არ განიხილავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ თავისი არჩევანი გააკეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და საფუძველი არ გვაქვს, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა.
„ქართული ოცნებიდან“ მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.