გიორგი ვაშაძე: ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ მნიშვნელოვანი სხვაობაა
07-12-2020, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნამდვილად პოზიტიური და საქმიანი იყო დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის თემები, სადაც ხდება აზრთა დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის, - განაცხადა მოლაპარაკებების მესამე ტურიდან გამოსულმა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან.

 

 

„დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე, პატიმრების საკითხებზე და ა.შ. ყველა თანხმდება, რომ ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო ქვეყანაში და არის საკითხები, რომლებზეც გაგრძელდება მსჯელობა, არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით, მაგალითად რიგგარეშე არჩევნები, ეს არის პატიმრების საკითხი. თუმცა შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ამ სამუშაოებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

დღეს, აშშ-ის საელჩოში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. 

 

 

შეხვედრამდე ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა გასაჯაროვდა. პუნქტებს შორისაა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პლებისციტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი