NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა "პანორამა თბილისის" პროექტის წინააღმდეგია. თბილისში ჩატარებული გამოკითხვისას რესპონდენტთა 71%-მა განაცხადა , რომ სმენია პროექტ "პანორამა თბილისის" შესახებ, 29%-ს კი არ სმენია.
აღნიშნული 71%-დან, 32%-ისთვის "პანორამა თბილისი" მისაღებია, 41%-ისთვის მიუღებელი, ხოლო 26%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRCC-საქართველო ატარებს.
აღნიშნული კვლევა ძირითადად, ადგილობრივ თვითმმართველობების საკითხებზეა ორიენტირებული. კვლევის მეორე ნაწილი კი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.