ვიღაცებს ალბათ აქვთ ცდუნება, შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ ეშინიათ მორალური პოლიციის, საზოგადოების, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ახალი არჩევნებისა და პატიმრების საკითხის გარეშე საარჩევნო სისტემაზე საუბარი დროის ფუჭი კარგვაა.
„ცალკეული საუბრები ალბათ არის, ახლა 60 ადამიანზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შესვლის სურვილი შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ. მაგრამ იცით, რა პარალელს გავავლებდი?! მაგალითად, ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქრთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინია პროკურორის, ეშინია პოლიციის, კანონის, რომ არ დაისაჯოს. აქაც ალბათ ვიღაცებს აქვთ ცდუნება, სურვილი, რომ შევიდნენ, მაგრამ ეშინიათ ამ შემთხვევაში მორალური პოლიციის, საზოგადოების, ვის წინაშეც ვართ ჩვენ ანგარიშვალდებული.
ვერავისზე 100 პროცენტით თავს ბუნებრივია ვერავინ ვერ დადებს. მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებს არ დაუკანონებს არავინ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ, თუ მაინც და მაინც მეკითხებით, ვინმე აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ მე?!
სამი მთავარი მოთხოვნა არის. ერთი არის ახალი არჩევნები, პატიმრები და საარჩევნო სისტემა. ახლა პირველი ორის გარეშე, მესამეზე მიმდინარეობს საუბარი ახლა პრაქტიკულად. პირველი-მეორე კომპონენტის გარეშე, პატიმრებისა და ახალი არჩევნების გარეშე, მე პირადად მესამე კომპონენტზე საუბარი მიმაჩნია დროის ფუჭად კარგვად“, – განაცხადა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.