მარგველაშვილის პოლიტიკური მრჩეველი "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე იქნება
12-10-2015, 03:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ახალი პოლიტიკური მრჩეველი "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე იქნება.


"ფიქრია ჩიხრაძე დაიკავებს მნიშვნელოვან როლს ადმინისტრაციაში და იმ პროცესებში, რომელშიც ჩართული არიან პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია", -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა მისი ახალი პოლიტიკური მრჩეველის წარდგენისას.

 

 

“დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ. ქ-ნი ფიქრია დაიკავებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩვენს ადმინისტრაციაში და იმ პროცესებში, რომელშიც აქტიურად ჩართულია პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ბუნებრივია, ჩვენ თანამშრომლობა სწორედ ქ-ნ ფიქრიას ვთხოვეთ გამომდინარე მისი შთამბეჭდავი და ძალიან ხანგრძლივი პოლიტიკური წარსულიდან.


ქ-ნი ფიქრია მე მახსოვს სტუდენტობიდან, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც ყველა ჩართულნი ვიყავით პოლიტიკაში და შემდგომაც. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები. ბუნებრივია, ქ-ნი ფიქრია უკვე იმუშავებს პრეზიდენტის ინსტიტუტში და პრეზიდენტთან მიმართებით და ერთად ვისაუბრებთ და დავგეგმავთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც საქართველოს აქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას და მის ახალ მრჩეველს სრული ღირებულებითი თანხმობა აქვთ და ერთნაირი ხედვა იმ პროცესებთან მიმართებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.


„მე მინიდა, ხაზი გავუსვა ჩვენს სრულ ღირებულებით თანხმობას, რადგან ჩვენ ძალიან ბევრ საკითხში ერთნაირად ვუყურებთ იმას, რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, იმ პროცესებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს. ამავე დროს, ჩვენი თანამშრომლობა, ბუნებრივია, იქნება ერთმანეთის შემვსები. ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი