ემილ ხაჩატურიანი: ჩივთქილისის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა
08-12-2020, 17:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლა 2 დღეა რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და სკოლაში ამ ფორმით სწავლის პროცესი სულ მცირე მომავალი წლის 18 იანვრამდე გაგრძელდება.

 

 

აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის ჩივთქილისის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსმა მასწავლებელმა, ემილ ხაჩატურიანმა განუცხადა. 

 


მისი თქმით, ტრადიციული ფორმით სწავლის პროცესი უფრო ეფექტურია და გაცილებით მეტ შედეგს იძლევა, ვიდრე ინტერნეტით, თუმცა სკოლაში კორონავირუსის დადასტურების გამო, იძულებული გახდნენ ონლაინ რეჟიმზე გადასულიყვნენ.

 

 

„უკვე წალკის მუნიციპალიტეტშიც საკმაოდ გავრცელდა ვირუსი. მიმდებარე სოფლების სკოლების დიდი ნაწილი დაკეტილია და ონლაინ სწავლებაზეა გადასული. ჩვენ ერთ-ერთ ბოლოებს მოგვიწია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. 2 დღეა, რაც სკოლა დაკეტილია. ძირითადად ნორმალურად მიდის ონლაინ სწავლების პროცესი, მაგრამ ინტერნეტის სიჩქარე არც ისე დამაკმაყოფილებელია, რაც გარკვეულ ხარვეზებს წარმოშობს. ბუნებრივია, ყველას - პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს გვირჩევნია, რომ საკლასო ოთახებში მიმდინარეობდეს სწავლა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არის. ახლა მთავარია, მაქსიმალურად დავიცვათ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომ კიდევ უფრო არ გართულდეს მდგომარეობა“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ემილ ხაჩატურიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი