ისანში, საცხოვრებელ კორპუსში ახალი ლიფტი დამონტაჟდა
08-12-2020, 19:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისნის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-5 შესახვევის N1-ში, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი ლიფტი მოაწყო. მოსახლეობას კორპუსში ლიფტის არარსებობა 25 წლის განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.

 

 

შესრულებულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი,  კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო. 

 

 

„ამხანაგობამ გამგეობას მომართა თხოვნით, რომ გადავეჭრა პრობლემა, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს 25 წელი აწუხებდათ. ვინაიდან კორპუსი არასტანდარტულია, ძნელი იყო ლიფტის დამონტაჟება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და დღეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ხარისხიანი ლიფტი აქვთ“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

 

 

სამუშაოები კომპანიამ „ტექსერვისი +“ განახორციელა. პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 61 000 ლარით დაფინანსდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი