არ მესმის, ახლა რა აზრი აქვს ძველ საქმეებზე საუბარს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გიორგისთვის კანდიდატის დაყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან, მიუხედავად მთელი, დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერისა,ის მეორე ადგილზეც კი ვერ გავიდა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
„ახლა ამაზე საუბარს რა აზრი აქვს, როცა წინ სრულიად განსხვავებული ამოცანები გვაქვს. საერთოდ წაგვართვეს ის არჩევნები, შედეგები, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიტანა და აჩვენა მთელ საზოგადოებას, საკუთარ თავსა და მთელ მსოფლიოს, რომ გაყალბებული არჩევნების პირობებში, ჯიბის ცესკო-მაც კი აჩვენა, რომ ჩვენი ამომრჩევლის 52%-მა თქვა, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.