„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა პოზიციები ბევრ საკითხზე შეაჯერეს, დანარჩენებზე კი მოლაპარაკებები გრძელდება.
მისი თქმით, იმ პოლიტიკოსებს, ვინც პარლამენტის პირველ სხდომაზე არ შევა, დეპუტატის მანდატი არ შეუჩერდებათ.
„ჩვენ დროს დავუტოვებთ ამ პარტიებს, იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. არ შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. პარლამენტი იღებს ამ გადაწყვეტილებას და ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. ნებისმიერ დროს, მაგალითად მომავალ წელს, მათ შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში“, განაცხადა კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში 11 დეკემბერს შევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.