პრემიერ მინისტრი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმ დავით მრელაშვილს ესაუბრა, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში დაბრუნდა
09-12-2020, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმს, დავით მრელაშვილს, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში დაბრუნდა და ჩართულია კახეთის რეგიონში იმ პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.

 

 

მთავრობის მეთაურმა დავით მრელაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების გაზიარება ყველა რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც პაციენტების მართვის კომპონენტში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.



დავით მრელაშვილი ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში დღიურად საშუალოდ 1500-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს მართავს და ამ პროცესში მასთან ერთად ჩართული არიან როგორც ოჯახის ექიმები, ასევე რეზიდენტები და სტუდენტები. თითოეული პაციენტის ანამნეზი ონლაინპლატფორმაზე იტვირთება, რაც ოჯახის ექიმებს ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას აძლევს. პაციენტები ონლაინ-რეჟიმში იღებენ პროფესიონალთა კონსულტაციას მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხსა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებულ სიმპტომებზე.



პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ბინაზე მყოფი პაციენტების კიდევ უფრო ეფექტურ მართვას და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ამ ფორმით ხელშეწყობას პრიორიტეტულად მიიჩნევს და მზად აზრის, ხელი შეუწყოს მსგავსი მიდგომის სხვა რეგიონებში გავრცელებას. ამ მიზნით დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები უკვე დაიგეგმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი