საქართველოს თავდაცვის ძალებმა აშშ-სგან ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო
09-12-2020, 14:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველომ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო. აღნიშნული სისტემა ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს ჩამოყალიბების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს და სამხედროები რეალური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ. $4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს.

 

 

ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემის MILES-ის შესაძლებლობები, დღეს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიას ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ გააცნო.

 

 

ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს ჩამოყალიბება JTEC-ის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მიღებული MILES-ის სისტემები ცენტრში ამ კუთხით არსებული აღჭურვილობის დამატებითი გამაძლიერებელი კომპონენტია. მომავალი წლისთვის დაგეგმილია ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს სრულად დაკომპლექტება.

 


აღჭურვილობა ინტეგრირებულ საწვრთნელ გარემოში სხვადასხვა სისტემების დაკავშირების საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემების ურთიერთკავშირით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საწვრთნელ არეალში მყოფი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ერთ მონიტორზე ერთდროულად დანახვა რეალურ დროში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი