ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანი, ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელება, ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღება, სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.
მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა.
ხელმოწერა ქ. ანკარაში გაიმართა. სამინისტროს სახელით ოქმს ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მოაწერა. დოკუმენტის ხელმოწერას კი ონლაინ ფორმატში მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ხარძიანი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.