საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს კომპანია „სოკარი" გადაიხდის.
„ნავთობკომპანია „სოკარსა" და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, „სოკარმა" კეთილი ნებით აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა ამა წლის 1 ნოემბერისთვის, თუმცა, კომპანიის გადაწყვეტილებით, დრო გაგრძელდა კიდევ ორი თვით, ანუ 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (შევნიშნავთ, რომ დახმარება ასევე გაუგრძელდათ სხვა რელიგიებსაც).
საქართველოს საპატრიარქო გულითად მადლობას უხდის „სოკარის" პრეზიდენტს, ბატონ როვნაგ აბდულაევს და „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურ დირექტორს, ბატონ მაჰირ მამედოვს ამ დიდი თანადგომისთვის", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.