როგორ შეიძლება დღეს საქართველოს მოქალაქე გვერქვას და არ გვრცხვენოდეს იმის, რომ გვჭირდება ერთმანეთთან ლაპარაკი და რაუნდები ელჩების რეზიდენციებში. ანუ, ყველა დანარჩენი სახელმწიფო შენობა არის იმდენად ჩახერგილი, დაკეტილი, ჩაკეტილი, რომ ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს მადლობა ეკუთვნით გაწეული დახმარებისთვის.
„ელჩებთან და საერთაშორისო სამყაროსთან ურთიერთობაშიც „ლელო “ჩვენს პოზიციას ვავლენთ ჩვენი ურთიერთობის სტანდარტში, რაც არის საქმიანი, იმის გააზრებით, რომ არავის არ აქვს საქართველოს ვალი და არავინ არ არის ვალდებული საქართველოს მოქალაქეებზე მეტად და უკეთ ემსახუროს საქართველოს. ამიტომ, კეთილი ვინებოთ, საქართველოს საქმეებს საქართველოს პოლიტიკოსები უკეთ გავუმკლავდეთ და ნაკლები დაგვრჩება დრო და საშუალება, რომ გავიშვიროთ ხელი იქეთ, საიდანაც ხალხი მხოლოდ თავის ტკივილს იჩენს იმით, რომ ამ ვითარებაში ვართ. როგორ შეიძლება დღეს საქართველოს მოქალაქე გვერქვას და არ გვრცხვენოდეს იმის, რომ გვჭირდება ერთმანეთთან ლაპარაკი და რაუნდები ელჩების რეზიდენციებში. ანუ ყველა დანარჩენი სახელმწიფო შენობა არის იმდენად ჩახერგილი, დაკეტილი, ჩაკეტილი, რომ ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით. ამიტომ, უცხოელებზე ლაპარაკს სჯობს, მოვეშვათ. რასაც აკეთებენ აკეთებენ და იმათ რომ ეს არ ეკეთებინათ დღეს, კიდევ უარეს დღეში ვიქნებოდით, მივხედოთ ჩვენს საქმეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.