NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა მდებარეობდეს ქუთაისში.
71%-ისთვის საკანონმდებლო ორგანოს ადგილი არის თბილისი; 1% აცხადებს, რომ სადმე სხვაგან, ხოლო გამოკითხულთა 8%-მა არ იცის, თუ სად უნდა მდებარეობდეს საქართველოს პარლამენტი.
NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 4 448 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილების საშუალო პლუს-მინუს 3,01%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.