„ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას ესწრებიან „ევროპული საქართველოს“ ლიდერები: გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, „გაერთიანებული საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ასევე, „გირჩის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები.
შეხვედრას არ ესწრებიან ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ხვალ გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.