"ღარიბაშვილი ბაქოში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც გასაჯაროვდა ინფორმაცია ქართული ხელმძღვანელობის საიდუმლო მოლაპარაკებებზე ირანთან და "გაზპრომთან"
12-10-2015, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბაქოში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიამაც კი, ინფორმაცია ვიზიტის შესახებ მხოლოდ მაშინ გაავრცელა, როცა პრემიერის თვითმფრინავი ბაქოში დაეშვა, - ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო "ჰაქინი" წერს.


"სინამდვილეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტი მოულოდნელი არ ყოფილა. ბოლო დღეებში რამდენიმე ქართველმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანული გაზისგან დამოკიდებულობის შემცირებას აპირებს. ამ განცხადებების ფონზე შეგვეძლო გვევარაუდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონტაქტი უმაღლეს დონეზე შედგებოდა", - წერს გამოცემა.


კახა კალაძისა და "გაზპრომის" მოლაპარაკებების გარდა, "ჰაქინი" იხსენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებას იმის შესახებ, რომ სექტემბერში თბილისში, ირანში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ, დახურული კონფერენცია გაიმართა.


"ამგვარად, დონდუამ საჯაროდ აღიარა, რომ გაზის დივერსიფიცირებაზე თბილისი და თეირანი საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავენ და სურთ, საქართველოში გაზის მიწოდების კუთხით "სოკარის" მონოპოლია დაასრულონ.


"ვითარების ამგვარმა მდგომარეობამ ოფიციალური ბაქო ააღელვა. ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც გასაჯაროვდა ინფორმაცია ქართული ხელმძღვანელობის საიდუმლო მოლაპარაკებებზე ირანთან და "გაზპრომთან". შემთხვევითი არ არის, რომ ქართველ პრემიერს აეროპორტში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი დახვდა", - წერს გამოცემა.


სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ენერგორესურსების დივერსიფიცირების მცდელობა სწორი ტაქტიკაა, თუმცა აქვე იხსენებს, რომ აზერბაიჯანი საქართველოზე გაზს დაბალ ფასად, "საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით და საქართველოსთან სამეკავშირეო ურთიერთობის გამო" ყიდის.


"რამდენად სწორია ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა?" - სვამს კითხვას ჟურნალისტი. მისი მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის და ირანის დახმარებით, აზერბაიჯანზე ზეწოლა მოახდინოს, გაზზე ფასების დაკლების მიზნით.



ipn.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი