თავდაცვის ძალებში სპორტული დარბაზები უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა
10-12-2020, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურის განახლება ახალი სპორტული დარბაზების აშენებასა და უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვას ითვალისწინებს.

 

 

ქვედანაყოფების სპორტულ დარბაზებში თანამედროვე სავარჯიშო მოწყობილობების დამონტაჟება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, როლანდ ძნელაძემ I ქვეითი ბრიგადის მეთაურთან, პოლკოვნიკ ზაზა შალამბერიძესთან ერთად გორში ახალი სპორტული დარბაზი დაათვალიერა.

 

 

სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში აშენდა და გარემონტდა ახალი დარბაზი; უკვე დასრულებულია ინფრასტრუქტურის აღჭურვა ულტრათანამედროვე სპორტული ინვენტარით, რომელიც ევროპულ სტანდარტებისაა.

 

 

დარბაზში განთავსდა სარბენი ბილიკები, ველოტრენაჟორები, თხილამურები, პრესის სავარჯიშო დანადგარი, ჰანტელები, შტანგები და კომპლექსური სავარჯიშო ტრენაჟორები.

 

 

აღნიშნული დარბაზი 800-მდე ადამიანზეა გათვლილი, რომელიც I ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი და მე-14 ჯავშანსატანკო ბატალიონების სამხედროებს მოემსახურება.

 

 

თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში არსებული სპორტული კომპლექსები უახლესი სავარჯიშო ინვენტარით უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად აღიჭურვება. ქვედანაყოფებში სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი