საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შემსუბუქების გადახედვას
10-12-2020, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება.

 


„შეზღუდვებთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვმსჯელობთ. ამ ეტაპზე გვაქვს სტაბილური მაჩვენებელი, რომელიც ბოლო ერთი კვირაა, ნარჩუნდება. ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი. დაახლოებით ერთ კვირაში შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა. შესაბამისად, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შემსუბუქება. რიცხვები გვიჩვენებს, რამდენად საჭიროა შეზღუდვების მოხსნა. სპონტანურად გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას, ინფექციის მატებას, ლეტალობის შემთხვევებს, კლინიკების გადატვირთულობას. ამ ყველაფრის გაანალიზების შედეგად იქნება მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება“, განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი