ალეკო ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთ, დაგვიდასტურეთ, რომ არჩევნები გაყალბდა და რიგგარეშე არჩევნებზე თანახმა ვართო, ამაზე მეტი რა უნდა თქვან
10-12-2020, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, დაგვიდასტურეთ, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთ და რიგგარეშე არჩევნებზე თანახმა ვართო, ამაზე მეტი რა უნდა თქვან, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

 

 

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ხმების გადათვლის მათთვის სასურველი მეთოდი შესთავაზა და გაყალბების დამტკიცების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას დათანხმდა.

 

 

„ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართ, ოღონდ გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმით და დაგვიდასტურეთ, რომ 1 პროცენტი მაინც გაყალბდაო. ხომ ხართ მაგარი ბიჭები და ხომ ამბობთ რომ გაყალბდა არჩევნებიო, დაგვიდასტურეთო, ხელს რა გიშლითო, როგორც გინდათ, ისე დაგვიდასტურეთო. ჩვენ ვუთხარით, რომ ცესკო-ს მონაცემებით ვერ გადავთვლიდით, რადგან იქ სუს-მაგადაწერა, გადახატა და გადააფერადა ის ყველაფერი. მათ გვითხრეს, კი ბატონო, არ ენდობით და ნუ ენდობითო, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთო. ამაზე მეტი რა უნდა თქვან?! გულზე ხელი დავიდოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი