ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია ფიზიკური, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის შეღავათებს აწესებს. ბათუმის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის კომუნალური გადასახადისგან. კერძოდ, წყლისა და დასუფთავების გადასახადისგან. შეღავათები გავრცელდება იმ მეწარმეებზეც, რომელთა ობიექტები დაწესებული შეზღუდვების გამო არ ფუნქციონირებენ.
ამასთან, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების მფლობელები ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან დროებით გათავისუფლდებიან.
პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებიან ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ან მოსარგებლე პირები, რომლებმაც პანდემიის გამო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხეს.
პირველ აპრილამდე ასევე გათავისუფლდებიან გადასახადისგან გარე ვაჭრობისთვის საზოგადოებრივი სივრცეებით მოსარგებლე პირებიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.