„პოზიცია“ NDI-ს კვლევებს არაობიექტურს და პოლიტიზებულს უწოდებს
12-10-2015, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევებს არაობიექტურს და პოლიტიზებულს უწოდებს და უახლოეს დღეებში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს წარმოადგენს, თუ რამდენად ენდობიან მას საქართველოში. რაც შეეხება უნდობლობის მიზეზებს, როგორც „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი აცხადებს, ერთ-ერთი ის არის, რომ საქართველოში ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად გამოყოფილი თანხები NDI-მ სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.


როგორც გურამ ადამაშვილი აღნიშნავს, შვედეთის მთავრობამ საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლასა და დემოკრატიის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი თანხა გამოყო, თუმცა, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ეს თანხები ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური პიარისთვის ისე გახარჯა, სიღარიბე არავის გახსენებია.


„კარგად გახსოვთ, რომ შვედეთმა საქართველოს დასახმარებლად 95 მილიონი შვედური კრონი გამოყო, რომელიც საქართველოში არსებული ამერიკული ორგანიზაციების ხელში აღმოჩნდა. ეს თანხები შემდეგმა ორგანიზაციებმა დაინაწილეს: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), ევრაზიის ფონდი და მისი „შვილობილი“ ევრაზიის პარტნიორობის ფონდი. ეს თანხა ისე დახარჯეს, სიღარიბე არავის გახსენებია. შეგახსენებთ შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის არამიზნობრივ ხარჯვას, მაგალითად, ამერიკული „ენ-დი-აი"-ს მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ პროექტი - 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოსახლეობის ვითომ გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც NATO-ში გაწევრიანების იდეა, აშშ-ისადმი მხარდაჭერა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობა უმაღლესი პროცენტული მაჩვენებლით იყო დადასტურებული. არადა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ყოფილ პრეზიდენტს NDI-ს გამოკითხვის მეოთხედიც კი არ უჭერდა მხარს“ - აცხადებს გურამ ადამაშვილი.


მისივე ინფორმაციით, აშკარაა, რომ NDI აგრძელებს ე.წ. პოლიტიკურ კვლევებს, აქტიურად მუშაობს ყოფილი ხელისუფლების იმიჯზე და არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ ახლო მომავალში წარადგენს საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს, თუ რამდენად ენდობიან საქართველოში „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს" და მის კვლევებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი