დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში მსოფლიო პრესის თავისუფლების კონფერენციის ფარგლებში
11-12-2020, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო პრესის თავისუფლების კონფერენციის „WPFC2020“ ფარგლებში გამართულ მინისტერიალში, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფ ბლოკის ინიციატივით გაიმართა. მაღალი დონის ონლიან მინისტერიალში მონაწილეობდნენ 60-მდე ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები. 



მინისტერიალის ფარგლებში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა  წარადგინა შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი „The Hague Commitment on the Safety of Journalists“. მინისტერიალის პროგრამის შემადგენელი ძირითადი ნაწილი იყო მრგვალი მაგიდა ჟურნალისტების უსაფრთხოების თემაზე. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი გამოსვლისას ხაზი გაუსვა თავისუფალი მედიის არსებობის მნიშვნელობას დემოკრატიის განმტკიცების პროცესში და ისაუბრა ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. დავით ზალკალინმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში დეზინფორმაციის, როგორც ჰიბრიდული ომის წარმოების ყველაზე აქტიური ინსტრუმენტის საკითხზე და კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიზე.


 
„საქართველოს მთავრობა რჩება მედიის თავისუფლებისა და ქვეყანაში ჟურნალისტების დაცვისა და ხელშეწყობის ერთგულად, შესაბამისი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 



Freedom House-ის ანგარიშის “Freedom of the Net 2020” მიხედვით საქართველო „თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში და ასევე იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც „ინტერნეტ თავისუფლებით (freedom on the net)“ სარგებლობენ. 2020 წელს „Reporters Without Borders-ის“ მიერ შედგენილი მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგში „World Press Freedom Index“ საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა.



მსოფლიო პანდემიის ფონზე, როდესაც ყველა ძალისხმევა მიმართულია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ, საქართველოს უწევს ასევე „ინფოდემიის“ მოგერიებაც. რუსეთი აგრძელებს აგრესიულ მოქმედებას,  მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაძლიერების გზით. კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტიტუტი, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, მოექცა მძიმე „დეზინფორმაციული იერიშის“ ქვეშ - რუსეთი მას ადანაშაულებდა დაავადებების შექმნაში და ცდილობდა პანდემიის წინააღმდეგ მისი როლის დისკრედიტირებას.


ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საერთაშორისო საზოგადოებამ დაიკავოს მტკიცე და გადამწყვეტი პოზიცია, ჰიბრიდული ომის გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავებისა და საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული წესებისა და პრინციპების დაცვის მიმართებით.“ - განაცხადა მინისტრმა თავის გამოსვლაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი