„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახძის განცხადებით, დარწმუნებულია, უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო მუშაობას შეუერთდება.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, დღეს შედგება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და დაიწყება ახალი 4- წლიანი პოლიტიკური ციკლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება საპარლამენტო მუშაობას. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საბოლოო ჯამში გაივლოს ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის. არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არ არის, ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეთ შანსი, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.