გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
12-10-2015, 05:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი შემდგომი მოღვაწეობა კვლავაც მოემსახურება საქართველოსა და ბელორუსს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის განვითარებას.


"ძვირფასო ალექსანდრ გრიგორის ძევ,


ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მსურს მოგილოცოთ ბელარუსის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.


ბელარუსის მოსახლეობამ გადადგა კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი განვითარებისაკენ, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს თქვენი  ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას.


დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შემდგომი მოღვაწეობა კვლავაც მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის განვითარებას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას.


კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და გისურვებთ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში", ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი