დესტრუქციული კამპანიის ფარგლებში აგრესიის ქარცეცხლში მოყვნენ ისინიც, ვისი როლი ჩვენი სტაბილურობისა და განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას.
მისი თქმით, ექიმები და სამედიცინო პერსონალის თავდადება პანდემიასთან ბრძოლის უმძიმეს დღეებში მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს.
„მათი შეურაცხყოფა ჩვენი შეურაცხყოფაა. მე მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი მათ ყველას მაგივრად. ამ დესტრუქციული კამპანიის მიზეზიც ნათელია - ნდობა, რომელმაც განაპირობა პანდემიის პირველ ეტაპთან წარმატებით გამკლავება, უნდა შეირყეს და შეიცვალოს სკეპტიციზმით, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც მძიმე ვითარებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები პირველ რიგში უზრდელობაა.
„ გაუგებარია, როცა ამავე დროს მათ ვთხოვთ ჩვენს შიდა პროცესებში ჩართვას და მედიატორობას. ეს დაუშვებელია მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობისგან ქვეყანა ელოდება მეტ თანამშრომლობას და სოლიდარობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.