გუბაზ სანიკიძე: იდიოტებისთვის და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა, რომ დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა
11-12-2020, 15:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა. „ქართული ოცნების“ დეპუტაციას დიდი სიამოვნებით წავუკითხავ სალექციო კურსს დემოკრატიის სამშობლოებთან დაკავშირებით, – განაცხადა „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ ვერის ბაღში ოპოზიციის აქციაზე.

 

 

მისი თქმით, დღეს ოპოზიციამ გაიმარჯვა.

 

 

„ზოგადად რომ შევაფასოთ, დღეს რაც მოხდა, ეს არის ტაქტიკური გამარჯვება ქართული ოპოზიციის და ტაქტიკური, სერიოზული მარცხი „ქართული ოცნების“, რადგან 30 წლის თავზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი. კომპარტია ორი, თუ დაუკრავენ საბჭოთა კავშირის ჰიმნს, არ გაუკვირდება არავის. პარლამენტში რომ შევსულიყავით, მაშინ ბერკეტი არ გვექნებოდა, ახლა გვაქვს ეს ბერკეტი, ამ ბერკეტს ჰქვია ქუჩა. ისევ იდიოტებისთვის და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა-დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა. ათენი და ძველი რომი რომ ავიღოთ, დემოკრატია დაიბადა ათენის ქუჩებში და რომის ქუჩებში, ეს იდიოტებისთვის, ხელისუფლების მეხოტბეებისთვის. დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა. „ქართული ოცნების“ დეპუტაციას დიდი სიამოვნებით წავუკითხავ სალექციო კურსს დემოკრატიის სამშობლოებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სანიკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი