პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
11-12-2020, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, სოფლის განვითარების უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოს ტყის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა ონლაინ გაიმართა. 

 

 

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ გახსნეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კარნერმა. 

 

 

პროექტს „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით CENN ახორციელებს.

 

 

ონლაინ შეხვედრაზე, ტყის არამერქნული პროდუქტების სარგებლობის ოთხწლიანი სტრატეგია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიორმავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა წარადგინა. ტურისტულ-რეკრე აციული სატყეო ტერიტორიების შესახებ  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა ისაუბრა.

 

 

შეხვედრაზე, სოფლის განვითარების არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების კონკრეტული ინიციატივები, დარგთაშორისი და უწყებათშორისი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიამ,  ერთიან სისტემაში მოიყვანა ძირითადი სექტორები ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის – სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის წარმოება, არასასოფლო–სამეურნეო მიმართულებები, ტყეების და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვა და ტურიზმი. 

 


ამასთანავე, საქართველომ დაამტკიცა სატყეო კოდექსი, რომელიც 2021 წლიდან გარკვეულ სისტემურ ცვლილებებს დაამკვიდრებს. კოდექსს შემოაქვს სიახლეები სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების გენერირების ხელშეწყობისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი