ალეკო ელისაშვილმა არჩევანი გააკეთა, რომ ოპოზიციაში აღარ იყოს, იყოს კობახიძის სპიკერი და რა ვქნათ, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ.
„გირჩი“ აქ, რომ არ იმყოფებოდა, ეს მისი უფლებაა, რომელ ცერემონიაში უნდა მონაწილეობის მიღება, პოზიცია აქვს იგივე და მყარი, სიების ჩახსნა და გამოსვლა პარლამენტიდან, ვიდრე არ იქნება შეთანხმება მიღწეული. რაც შეხება „რესპუბლიკელებს“, აქ რაღაც წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება და ამიტომ არ მინდა რამე დავაბრალო, თავიდან ვნახე ერთნაირი განცხადება, მერე მეორენაირი, რომ როგორც ბლოკი მოიქცევა, ისე მოვიქცეთო, ამიტომ არ ვიცი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ პოზიციას დათმობს, შეცდომას დაუშვებს, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის პოზიცია არის მყარი. რამდენიმე ადამიანი თუ ასეთ შეცდომას დაუშვებს, ეს ვერ შეცვლის ამ სურათს და ვერ შეუმსუბუქებს ივანიშვილის რეჟიმს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მან არჩევანი გააკეთა, რომ ოპოზიციაში აღარ იყოს და კობახიძის სპიკერი იყოს და რა ვქნათ. ვისურვებდი აქამდე არ მიეყვანა საქმე თავისი თავისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტიპის საქციელი ცალკეული პერსონების მხრიდან, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ იზოლაციას არ ხსნის, მათ პოლიტიკურ კარიერას ასრულებს“, – განაცხადა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.