ირაკლი ღარიბაშვილი: როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე?
12-10-2015, 05:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე? ეს არის სრული აბსურდი", ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.


„პირველი, თუ რატომ ვიყავი ბაქოში, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო, მეგობრული შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. მე დიდი ხანია არ მქონდა შესაძლებლობა, რომ მენახა პრეზიდენტი ალიევი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ ქვეყნებს შორის არსებული ძალიან მჭიდრო მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობების თაობაზე, ასევე ვიმსჯელეთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.

 
მე გთხოვთ, რომ ამ საკითხის ირგვლივ სპეკულაციები დასრულდეს, რადგან ეს აზიანებს ზოგადად ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს. არავითარი გადახედვა არ იგეგმება აზერბაიჯანთან, სტრატეგიული ურთიერთობები იყო, არის და დარჩება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობის, ჩვენი სახელმწიფოსი. ჩვენ გვაქვს და გვექნება ძალიან მჭიდრო, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან. როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე? ეს არის სრული აბსურდი. მე გაკვირვებული ვარ, ასეთ აბსურდულ თემებს როგორ იგონებენ ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ეს მათი პასუხისმგებლობის თემაა, მაგრამ მე გეტყვით, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობა და მეგობრობა რაც მთავარია. არავითარ დივერსიფიკაციაზე, აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, ეს არის სრული აბსურდი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

 




ასე რომ, ყველაფერი არის ძალიან კარგად და მე გთხოვთ ყველას, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ მაშინ, როდესაც ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ხალხს ვესაუბრებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი