ირაკლი კობახიძე: კუბილიუსმა კონკრეტული მინიშნება გააკეთა ოპოზიციასთან მიმართებით, მათ მოუწოდა, შესულიყვნენ პარლამენტში
11-12-2020, 19:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კუბილიუსმა კონკრეტული მინიშნება გააკეთა ოპოზიციასთან მიმართებით, მათ მოუწოდა, შესულიყვნენ პარლამენტში და იქ იყო დამატებითი მინიშნება სწორედ ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

 

 

„ბუნებრივია, ოპოზიციაა პასუხისმგებელი იმ დესტრუქციაზე, რომელიც ხორციელდება და რომლის მომსწრე დღესაც ვართ, რადგან ისინი არიან ამ დესტრუქციის ავტორები, არა მარტო დღეს, არამედ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. 4 წლიდან, 2 წელი ბოიკოტის რეჟიმში გაატარა „ქართულმა ოცნებამ“, მარტო მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებები და სასამართლო რეფორმის ორი ტალღა. ეს მათთვის დამახასიათებელია. ჩვენც არც ის მოგვწონს, რომ მარტო ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს. საბოლოო ჯამში, ქართული ოპოზიციური სპექტრი უნდა გაიწმინდოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალებისგან – ბოკერიებისგან, გვარამიებისგან და სააკაშვილებისგან“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი