„მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ დღეს ცესკოსგან სიების განულება არ მოუთხოვიათ
11-12-2020, 19:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების განულების მოთხოვნით დღეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“. ჯერჯერობით სიების განულების მოთხოვნის საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავთ „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

 

 

როგორც „გირჩში“, ასევე „მოქალაქეებში“ აცხადებენ, რომ მანდატებზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვიან, თუ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშლება, ხოლო „პატრიოტთა ალიანსში“ ამბობენ, რომ პარტიის საარჩევნო სიის არც ერთი წევრი „გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მუშაობას არ აპირებს“.

 

 

სიების განულება გულისხმობს იმ ადამიანების სიის ჩახსნას, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტის გამსვლელ სიაში. იმ პირებმა, რომელთაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ინდივიდუალური განცხადებები უნდა წარადგინონ პარლამენტში და ამისთვის მათ ერთკვირიანი ვადა აქვთ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი