ვახტანგ მეგრელიშვილი: „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა ბევრი პარტიისთვის იყო არგუმენტი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის პროცესში
12-12-2020, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ რამე გავლენას მოახდენს მეხუთე რაუნდზე და მოლაპარაკებებზე ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა და „ქართული ოცნების“ რაღაცნაირი რეაქცია, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

 

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ, „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნის შინაარსის მოლოდინი ჰქონდა და ისეთი განცხადებები გააკეთა, როგორ შეიძლება თავად მოლაპარაკებების პროცესს ამან ხელი არ შეუშალოს.

 

 

„მე დაველოდები ორშაბათს, რადგან პროცესების განვითარება გველოდება წინ. ფაქტობრივად „გირჩი“ იყო ერთადერთი პარტია, რომელიც არ მოითხოვდა ვადამდელ არჩევნებს. ჩვენ ჩვენი რაღაცა გვინდოდა და ოპოზიციას ვეთანხმებოდით, რადგან ასეთი იყო გარემოებები, მაგრამ „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა ძალიან ბევრი პარტიისთვის იყო არგუმენტი ამ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის პროცესში. შესაბამისად, ახლა როგორი იქნება ბრძოლის სტრატეგია ადამიანების, რომლებიც კონკრეტულად აპელირებას აკეთებდნენ, თავად მოუწევთ განსაზღვრა. ქვეყანაში, რომელშიც მართლა არ გვაქს ინსტიტუტი, რომელიც რაიმე სანდოობას გამოიწვევს, სასამართლო რომ გვქონოდა, საერთოდ არ მოგვიწევდა მსგავსი პროცედურების გავლა და კვლევებზე დაყრდნობით განცხადებების გაკეთება. შესაბამისად, ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის სანდოობის პრობლემა. ის, რომ რომელიღაც კვლევამ ხელისუფლებისთვის უკეთესი მაჩვენებელი დადო, ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე მთავარ ოპოზიციურ პარტიას ემუქრება გაუქმებით, რაც არ უნდა იყოს ამ აზრის უკან, ეს უბრალოდ შეუძლებელია ხდებოდეს ნორმალურ ქვეყანაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი