ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტუირად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუკრი ხასიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს.
ძველ ხიბულაში მიმდინარეობს წყლის სისტემის მშენებლობა, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 8 მილიონ 875 ათას ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ძველი ხიბულის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით. პროექტს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს.
მდინარე ჭანისწყალზე შენდება ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდი, ხიდის მშენებლობაზე 1 მილიონ 594 ათასი ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება სამონასტრო კომპლექსი და მოეწყობა პარკი. მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტია დახარჯული.
ფონდი ,,ქართუს“ მიერ ძველ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდა, რომლისთვისაც 2.5 მლნ ლარი დაიხარჯა და რეაბილიტირდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.