იუსტიციის მინისტრს მიაჩნია, რომ NDI-ის კვლევებში ახალი არაფერია. წულუკიანის თქმით, როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლების დროს ბევრი სამუშაოა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხი საკუთარ არჩეულ მერებს და მაჟორიტარ დეპუტატებს კარგად იცნობდნენ.
„კვლევებში ახალი არაფერი არ არის. ის, რომ გამგებლებმა და მერებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ, ისედაც ვიცით. როგორც წინა, ასევე ამ ხელისუფლების დროს უფრო მეტია სამუშაო იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარ რჩეულებს ხალხი უკეთესად იცნობდეს. იქნებიან ეს მაჟორიტარები, გამგებლები თუ მერები. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მერები და გამგებლები რეალურად სულ ერთი წელია, რაც არჩევითი პოზიციებია. ეს ჩვენი ხელისუფლების გაბედული გადაწყვეტილება იყო და ალბათ დროსთან ერთად ეს პრობლემაც გამოსწორდება, როდესაც თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობა უკეთესად ისწავლის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 71%-მა არ იცის, ვინ არის საკრებულოში მისი მაჟორიტარი დეპუტატი.
კითხვაზე, ვინ არის საკრებულოში თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი 16% სწორ პასუხს სცემს, 12% - არასწორს, 1% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.