ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, 175 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
13-12-2020, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წელს 175 პროექტი განხორციელდა. ასევე, 38 მიმდინარე პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება.

 


თბილისის მერიის ცნობით, მოძველებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ცოტნე დადიანის ქუჩა N261-ში, სადაც კორპუსის გარე და შიდა წყალარინების სისტემა ჯამში, 330 გრძივ მეტრზე იცვლება, ასევე, მონტაჟდება 7 საკომუნიკაციო ჭა.ქსელის შეცვლის შემდეგ,ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება 62 700 ლარია.

 


მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა.

 


„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად, კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით წელს საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. აქტიურად ვთანამშრომლობდით მოსახლეობასთან. 175 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა, 38 პროექტი კი წლის ბოლომდე დასრულდება. კონკრეტულად, ცოტნე დადიანის 261-ში სახურავი რეაბილიტირდა და ამ ეტაპზე, წყალარინების ქსელი იცვლება“, განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 


ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 3 113 160 ლარია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი