პაატა იმნაძე: „ძალიან ძნელია ზუსტი თარიღების დასახელება, მაგრამ იმედი მაქვს, ორ კვირაში შემთხვევების რაოდენობის დაღმასვლა საგრძნობი უნდა იყოს“
13-12-2020, 17:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმედი მაქვს, ორ კვირაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის დაღმასვლა საგრძნობი გახდება, – განუცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს და დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფიცირების შედარებით ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

 


„ის, რომ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვნად მცირე შემთხვევები გამოვლინდა, ჯერჯერობით ნამდვილად არ გვაძლევს დამშვიდების საბაბს, რადგან ეს კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას, რა იქნება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ამ დამატებითი შეზღუდვების დაწესებით, მოვახერხეთ ინფექციის აღმასვლის გაჩერება, რაც ნამდვილად სახეზეა, მაგრამ როდის დაიწყება დაღმასვლა, ამაზე ჯერ ლაპარაკი ცოტა ადრეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველამ ისევ და ისევ მაქსიმალურად უნდა გავაგრძელოთ პირბადეების მოხმარება, რეკომენდაციების დაცვა და ხალხმრავალი შეკრებისგან თავის არიდება.

 


ძალიან ძნელია ზუსტი თარიღების დასახელება, მაგრამ იმედი მაქვს, ორ კვირაში შემთხვევების რაოდენობის დაღმასვლა საგრძნობი უნდა იყოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი