შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევბის კლებისა, ვითარება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
„მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული – შემზღუდველი ღონისძიებები, რომლებიც იძლევა ეფექტს, გაფართოებული ტესტირება და ხელმისაწვდომობა და დროული იზოლაცია კოვიდდადებითი ადამიანების, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ნიღბის ტარების კულტურის გაზრდა, 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.