დადებითობის მაჩვენებელი სტაბილური რჩება და ეპიდსიტუაციის სტაბილიზების გარკვეული ნიშნები აღინიშნება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა, ბოლო პერიოდში, უჩვეოლოდ დაბალია. იყო 1 337 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 498 ადამიანი. გარკვეულწილად, ეს შაბათ-კვირას, ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას უკავშირდება, 6 ათასზე ოდნავ მეტი ტესტი შესრულდა გუშინ, თუმცა, დადებითობის მაჩვენებელი სტაბილური რჩება და მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაციის სტაბილიზების გარკვეული ნიშნები აღინიშნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტაბილიზაციის ნიშნები აჭარის რეგიონში. აქ ეპიდემიის მატება უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ, მიმდინარე პერიოდში, შემთხვევების გარკვეული კლება აღინიშნება. კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ ამ ტენდენციას, ვიდრე საბოლოო, მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემია როგორც რეგიონების დონეზე, ისე - მთლიანად ქვეყანაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.